ქართული წარმოშობის რუს მწერალს ბორის აკუნინს (ნამდვილი სახელი და გვარი - გრიგორი ჩხარტიშვილი) კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება რუსული გამოცემა "ინტერფაქსი".
"მე მივაგდე ფეისბუქი, რადგან მოდური ავადმყოფობა მაქვს. ცოტას გავძლიერედები და აუცილებლად გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს. (სპოილერი: კორონავირუსის წინაშე შიში გაცილებით საშიშია თავად კორონავირუსზე. საჭიროა სიფრთხილე, საპანიკო არაფერია)", - დაწერა აკუნინმა.
ბორის აკუნინი ამჟამად დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ცხოვრობს.