მარნეულში იმ მედიკოსებს, რომლებსაც რისკ ჯგუგებთან ჰქონდათ შეხება, სწრაფი ტესტი ჩაუტარდათ. მათ COVID-19-ით ინფიცირება არ დაუდასტურდათ. მედიკოსების გარდა აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის სკრინინგიც.
მარნეულში 15 ათასი, ბოლნისში კი 3 400 ადამიანი გუშინ შემოწმდა და მათგან მომატებული ტემპერატურა მხოლოდ ოთხს აღმოაჩნდა.
ჩინეთიდან მიღებული სწრაფი ტესტების პირველი პარტია მარნეულში გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჩაიტანა.