მთავრობის კანცელარიაში გვიან ღამით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამომავლო რისკებსა და COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დამატებით ზომებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ექსპერტები და საგანგებო სიტუაციების მართვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც გადაწყდა, რომ შეიქმნება სატელეფონო სისტემა, რომელიც რეაგირებას მოხდეს ვირუსთან დაკავშირებულ ყველა ზარზე.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მზადდება ახალი სატელეფონო მომსახურების სისტემა კონსულტაციების გასაწევად.
"შეიქმნება ერთიანი საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც იქნება სატელეფონო. ექიმები გაუწევენ წინასწარ კონსულტაციებს პაციენტებს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.