შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდეობამ 60 ათასს გადააჭარბა. ნათქვამია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პორტალზე, რომელიც აწარმოებს აღრიცხვას ფედერალური და ადგილობრივი მონაცემების საფუძველზე.
ვებპორტალის მონაცემებით, აშშ-ში დადასტურებულია COVID-19-ის 61 167 დადასტურებული შემთხვევა, გარდაცვლილია 849 ადამიანი.
შეგახსენებთ, გუშინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრმა შესაძლოა შეერთებულ შტატებში გადაინაცვლოს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 454 398-ს მიაღწია.
კორონავირუსით გარდაიცვალა 20 000 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 113 045 პაციენტი.