საქართველოში კორონავირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პაციენტი რჩება.