კორონავირუსი პანდემიის ფონზე, გერმანული ავტომობილების მწარმოებელი გიგანტი კომპანიები Audi-ი და Volkswagen-ი, მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ და დროებით ლოგოს ცვლიან.
Audi-ის ცნობილ ლოგოზე, ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული რგოლი, ამჯერად ერთმანეთისგან განცალკავებულია.
Volkswagen-ის ლოგოზე ერთმანეთთან დაკავშირებული ლათინური ანბანის ორი ასო V და W ამჯერად დაშორიშორებულია.