პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან ვირუსის სიმპტომებით 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა,
მისი თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია.
"გუშინ გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა სუნთქვის მწვავე უკმარისობით და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია იგზავნება ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 73 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 252. ვირუსისგან სრულად განიკურნა 10 პაციენტი.