კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ესპანეთმა ჩინეთს გადაუსწრო. კორონავირუსის შედეგად ესპანეთში უკვე 3 434 ადამიანი გარდაიცვალა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 25 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალ კორონავირუსს კიდევ 738 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში 3 434.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39 673-დან 47 610-მდე გაიზარდა.
ახლა ესპანეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში, იტალიის შემდეგ, კოროვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შეგროვებული მონაცემებით, მინიმუმ 6 820 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში, ხოლო ჩინეთში 3 285 ადამიანი.