იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. იუწყება BBC-ი.
ბოლო 24 საათში, იტალიაში კორონავირუსით 743 ადამიანი გარდაიცვალა.
შაბათს, 21 მარტს, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 793 ადამიანი. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, 22 და 23 მარტს, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. 21 მარტს 651 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 22 მარტს - 651
იტალიაში კორონავირუსული ინფექციით დაღუპულთა საერთო რიცხვი 6 820-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით ვირუსით ინფიცირების 5249 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 69 176 შემთხვევაა აღრიცხული.