რუსეთის რეგიონების გუბერნატორებმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიიღეს გადაწყვეტილება კინოთეატრების, ღამის კლუბებისა და გასართობი ცენტრების დახურვის შესახებ.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 495 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 1 პაციენტი.