ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან 25 მარტიდან შევა და 21 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
მანამდე ინდოეთის ხელისუფლებამ დედაქალაქ დელისა და კიდევ რამდენიმე დიდი ქალაქის სრულად ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
ქალაქში 31 მარტამდე დაიხურა ყველა მაღაზია, სკოლა, ოფისი და ქარხანა. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მაგალითად, ავტობუსებმა, მეტროსადგურებმა, ტაქსებმა შეაჩერესე მუშაობა.
მუშაობის უფლება მიეცათ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების ობიექტებს, სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, წყალმომარაგებას და მედიას. მხოლოდ ამ დაწესებულებების თანამშრომლებს შეუძლიათ ქალაქში შეუფერხებელი გადაადგილება.
ნიუ დელიში ამოქმედდა ინდოეთის კოლონიალური ეპოქის დროინდელი კანონი, რომელიც კრძალავს ოთხზე მეტი ადამიანის შეკრებას.
ბოლო ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 519 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 10 ადამიანი.