თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე სოციალურ ქსელში ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტის, ეკა ნაფეტვარიძის ფოტოს აქვეყნებს.
"ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია. მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული. პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული. ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით. კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება. არც კი იცოდა, რისთვის გადავიღე ეს ფოტო. ჯერ არც უნახავს მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან...“, - წერს ბერიძე.