თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, COVID-19-გან გამოჯანმრთელებული მე-9 პაციენტი კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს.
„66 დადასტურებული შემთხვევიდან 40 არის ჩვენს ცენტრში, 40-დან გუშინ დადასტურდა 5 ახალი შემთხვევა. გუშინ გვქონდა 35 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 5 დადასტურებული შემთხვევა და ჩვენს ცენტრში არის უკვე 40 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს ცენტრს გარეთ კოვიდის მიმღებ ცენტრებში არის ჯამურად 26 დადასტურებული შემთხვევა.
აქედან გამოჯანმრთელებული და გაწერილი არის 8. ამ ეტაპზე გვყავს 32 პაციენტი. აქედან კვლავ რჩება ერთი გაჯანმრთელებული, უბრალოდ რაღაც გადამოწმება სჭირდებოდა გუშინ მის კლინიკურ მონაცემებს და დღეს ალბათ ეს მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს. გამოდის, რომ ცხრა გამოჯანმრთელებული პაცენტი გვყავს უკვე“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.