ფრანკფურტში გამართულ წიგნის ბაზრობაზე მსოფლიოში ყველაზე დიდი წიგნი წარმოადგინეს.
წიგნი სახელწოდებით "დედამიწა" 1,83 - 2,74 მეტრია და 100 ათასი დოლარი ღირს. წიგნი ავსტრიელმა კერძო გამომცემელმა გორდონ ჩირსმა გამოსცა. მისი განცხადებით, გამომცემლობა სერიის 31 ტომის გამოცემას აპირებს.
წიგნის პირველი ორი ეგზემპლარი არაბთა გაერთიანებული ემირატების მუზეუმმა იყიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ იმავე გამომცემლის მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი წონით 35 კილოს იწონიდა და მასში 500 გვერდი იყო.