იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მეორე დღეა იკლებს.
საერთაშორისო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბოლო 24 საათში, იტალიაში კორონავირუსით 602 ადამიანი გარდაიცვალა, გუშინ, 22 მარტს, ეს რიცხვი 651-ს შეადგენდა, ხოლო 21 მარტს - 793-ს.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში იკლებს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა.
23 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 4 790 შემთხვევა აღირიცხა, 22 მარტს - 5 560, ხოლო 21 მარტს - 6557.
იტალიაში კორონავირუსული ინფექციით დაღუპულთა საერთო რიცხვი 6 078-ს შეადგენს.
სულ აღრიცხულია ვირუსით ინფიცირების 63 928 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 7 432 პაციენტი.