COVID-19 ვრცელების პარალელურად, სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის ისეთი ტერმინები, როგორიცაა "სოციალური დისტანცირება", "თვითიზოლაცია", "იზოლაცია" და "ეპიდემიოლოგიური მრუდის პიკის დაწევა". აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განმარტებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
რა არის სოციალური დისტანცირება?
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გულდასაწყვეტი იყოს იმის მოსმენა, რომ უამრავი ღონისძიება და ხალხმრავალი შეკრებები გაუქმებულია, ამ ზომების მიღების უკან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზეზი დგას.
ამგვარი ღონისძიებების გაუქმება ხელს უწყობს დაავადების გავრცელების შეჩერებას ან შენელებას, რაც ჯანმრთელობის დაცვის სისტემას საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად იზრუნონ პაციენტებზე.
იმგვარი შეკრებების გაუქმება, რომელიც ხალხმრავლობას ქმნის, არის სოციალური დისტანცირების კარგი მაგალითი. სოციალური დისტანცია მიზანმიმართულად ზრდის ფიზიკურ სივრცეს ადამიანებს შორის ავადმყოფობის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. სხვა ადამიანებისგან მინიმუმ 1.5 -2 მეტრით დაშორება ამცირებს COVID-19- ით დაინფიცირების შანსს.
სოციალური დისტანცირების სხვა მაგალითები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ თავიდან აირიდოთ უფრო დიდი ხალხმრავლობები ან ხალხმრავალ სივრცეებში ყოფნა არის:
· სახლიდან მუშაობა ოფისში მუშაობის ნაცვლად;
· სკოლების დახურვა ან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა;
· საყვარელ ადამიანებთან დისტანციური კომუნიკაცია ელექტრონულ მოწყობილობებით პირადად მონახულების ნაცვლად;
· კონფერენციების და დიდი შეხვედრების გაუქმება ან გადადება;
რა არის თვითიზოლაცია?
პირები, რომლებიც არიან COVID-19-ით დაინფიცირების რისკის ქვეშ, შეიძლება იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. ჯანმრთელობის ექსპერტები გვირჩევენ, რომ თვითიზოლაცია უნდა გაგრძელდეს 14 დღის განმავლობაში. ორი კვირა საკმარისი დროა იმისთვის, რომ გამოვლინდეს სიმპტომები.
თქვენ შეიძლება მოგთხოვონ თვითიზოლაციაში, თუ დაბრუნდით მოგზაურობდან, ან იმყოფებოდით COVID-19-ით ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტში.
· სტანდარტული ჰიგიენის გამოყენებას და ხელების ხშირად დაბანას;
· ნივთების გაზიარების შეზღუდვას, როგორიცაა პირსახოცები და ჭურჭელი;
· სახლში დარჩენას;
· სტუმრების მოწვევისგან თავის არიდებას;
· ოჯახის წევრებისგან მინიმუმ 1.5 – 2 მეტრის მოშორებით ყოფნას;
როდესაც თქვენი თვითიზოლაციის პერიოდი დამთავრდება, თუ თქვენ არ გექნებათ სიმპტომები, უნდა მიჰყვეთ ექიმის ინსტრუქციებს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაუბრუნეთ თქვეს ჩვეულ რუტინას.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
რა არის იზოლაცია?
იზოლაცია საჭიროა ადამიანებისთვის, ვისაც დაუდასტურდათ COVID-19. ეს არის სამედიცინო ტერმინი, რაც გულისხმობს დაავადებული ადამიანებისგან არაინფიცირებული ადამიანების დაცვას. იზოლაცია ხდება საავადმყოფოში ან სხვა სანკურნალო დაწესებულებაში. ამ დროს პაციენტებისთვის სპეციალური პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გამოიყენება.
რა არის ეპიდემიოლოგიური მრუდის პიკის დაწევა?
იგი გულისხმობს დამცავი ღონისძიებების გამოყენებას COVID-19-ის ინფექციის მაჩვენებლის შესამცირებლად იმგვარად, რომ საავადმყოფოებს ჰქონდეთ შესაბამისი მომსახურების გაწევის საშუალება.
დიდი რაოდენობით პაციენტების საავადმყოფოებში მიდინებამ შესაძლოა გამოიწვიოს სამკურნალო დაწესებულების გადავსება.
მეორეს მხრივ, თუ იგივე რაოდენობის პაციენტი მიაკითხავს ჰოსპიტალს შედარებით ნელი ტემპით, მაგალითად, რამდენიმე კვირის განმავლობაში, გრაფიკზე მაჩვენებლის ხაზი უფრო გრძელი და ფართოდ მრუდი იქნება.
ამ სიტუაციაში, შედარებით ნაკლები პაციენტი მიმართავს ჰოსპიტალს ყოველ დღე და ასეთ დროს უფრო მეტი შანსი იქნება, რომ საავადმყოფო შეძლებს ადექვატური მარაგის, საწოლების, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების უზრუნველყოფას პაციენტებზე ზრუნვისთვის.
COVID-19-ის ტვირთის შემცირება
COVID-19-ის პანდემიისადმი მზადყოფნა ახსენებს თითოეულ ადამიანს, რომ მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა. ამ აუცილებელ ნაბიჯებთან ერთად, ისეთ პრაქტიკას, როგორიცაა სოციალური დისტანცირება, თვითიზოლაცია და იზოლაცია, შეუძლია შეანელოს ინფექციის გავრცელების სიჩქარე ქალაქში, სოფელსა თუ საზოგადოებაში.
თითოეულ ადამიანს შეუძლია დაეხმაროს COVID-19-ის გავრცელების ტემპის შენელებას. თქვენი წილი პასუხისმგებლობის დაცვით, შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობა.