მოდის ინდუსტრიის კონგლომერატის, Kering-ის განცხადებით, მოდის სახლები Balenciaga და Saint Laurent-ი საფრანგეთში სამედიცინო ნიღბების წარმოებას იწყებენ. წერს Bloomberg-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ჯანდაცვის მარეგულირებლის მიერ გაცემული თანხმობის შემდეგ, მოდის სახლების მფლობელობაში არსებული სამკერვალოები დაუყოვნებლივ შეუდგებიან ფრანგული ჰოსპიტლებისთვის სამედიცინო ნიღბების წარმოებას.
კვირას, საფრანგეთს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უფრო და უფრო უარესდება.
ბოლო ინფორმაციით, საფრანგეთში კორონავირუსული ინფექციის 16 018 შემთხვევაა აღრიხცული, გარდაიცვალა 674 პაციენტი.