საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი 4-მა პაციენტმა დაამარცხა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 3254 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233.