კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ორზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. იუწყება Deutsche Welle-ი.
აკრძალვა გავრცელდება ყველგან, გარდა საცხოვრებელი სახლებისა და სამსახურებისა.
ხელისუფლების მიერ დაწესებული აკრძალვა ჯერჯერობით ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.
ბოლო ინფორმაციით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 24 000-მდე შემთხვევაა აღრიცხული.