ლეგანდარულ ესპანელ საოპერო მომღერალს, პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ნათქვამია პლასიდო დომინგოს მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებულ განცხადებაში.
"მორალურად ვალდებული ვარ, განვაცხადო, რომ კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი აჩვენა. მე და ჩემი ოჯახი ვიმყოფებით თითიზოლაციაში იმედი ხანი, რამდენსაც მოითხოვს სამედიცინო პერსონალი. ამჯერად კარგად ვართ. მე მქონდა ხველა და სიცხე, რის გამოც გადავწყვიტე ტესტის ჩატარება", - წერს დომინგო.
პლასიდო დომინგოს იანვარში 79 წელი შეუსრულდა.
ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო ზომები 11 აპრილამდე გაახანგრძლივა.
ესპანეთის პრემიერ-მინსიტრმა პედრო სანჩესმა მოსახლეობას სამოქალაქო პასუხიმგებლობისა და წესრიგისკენ მოუწოდა.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 25 600 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1700-ს აჭარბებს.