ხვალ, 9 ოქტომბერს, "ბითლზის" ლეგენდარულ სოლისტს ჯონ ლენონს თავის დაბადების დღეზე, klub SkyLounge -ში (ბეთანია) გაიხსენებენ.
ჯონ ლენონის დაბადების დღის აღსანიშნავი საღამო Igroup -ის ინიციატივით გაიმართება. მომღერლის უკვდავ ჰიტებს შეასრულებენ ჯგუფები "ვაკის პარკი", "ნალი" და მომღერალი ვალერი კოჩაროვი.
ჯონ ლენონის იუბილეს აღსანიშნავ საღამოზე ჯგუფები 4 საათის განმავლობაში შეასრულებენ ლეგენდარული "ბიტლზის" სიმღერებსა და კომპოზიციებს.