თბილისში კი ე.წ. ღორის გრიპის დაავადების კიდევ 7 შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მოქალაქეებმა ვირუსი იტალიიდან, მალტიდან და უკრაინიდან შემოიტანეს. თუმმა მათ დაავადების მსუბუქი ფორმა აქვთ. პაციენტთაგან ორი უკვე განიკურნა, დანარჩენები კი მკურნალობას რამდენიმე დღეში დაასრულებენ.
დაავადებათა ეროვნულ ცენტრში უკვე განმარტავენ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში უკვე დაიწყო და მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმებს დროულად მიმართონ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 58 ადამიანი დაავადდა. 7 პაციენტი ვირუსის მატარებელთან ახლო კონტაქტის დროს დაინფიცირდა. 6 შემთხვევა კი ადგილზე გავრცელდა.