კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და ვირუსით გარდაცვლილთა მკვეთრი ზრდის ფონზე, ესპანეთის ხელისუფლებამ საველე ჰისპიტლების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მადრიდის საკონფერენციო ცენტრში პირველი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა.
საავადმყოფოში განთავსდება 5,500 საწოლი, რაც მას ევროპის ტიპის ყველაზე დიდ სამედიცინო დაწესებულებად აქცევს.
ჰისპიტლის დირექტორმა, ანტონიო ზაპატერომ, გაზეთ El Mundo-ს განუცხადა, რომ ამ კვირის ბოლოს 300 პაციენტს გადაიყვანენ.
კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ ესპანეთში 1700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა დღეს 28,572-ს შეადგენს.
ინფექციურ დაავდებასთან ბრძოლის მიზნით ესპანეთმა დახურა ყველა ბარი, რესტორანი, სასტუმრო. ჩაკეტა საზღვრები.
მიუხედავად უზარმაზარი შეზღუდვებისა, პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა არ გამორიცხა, რომ კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს საკარანტინო პირობები.