ქალმა, რომელსაც მარნეულში კორნავირუსი დაუდასტურდა მოგზაურობის ისტორია დამალა. ამბობს „ავერსის“ კლინიკის დირექტორი ლელა კიწმარიშვილი „ფორმულასთან“ საუბარში.
"არანაირი მწვავე რესპირატორული სინდრომი პაციენტთან გამოხატული არ იყო. ასევე უარყვეს კონტაქტი ყველანაირ შესაძლო დაინფიცირებულთან, დამალეს მოგზაურობა აზერბაიჯანში, ეს შემთხვევით გაირკვა. კლინიკაში უკვე კარგა ხანია, არის კარანტინი და არანაირი მიმოსვლა პაციენტებთან არ ხდება. ამის შესახებ ინფორმირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.
ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დაძმიმდა და ის თბილისშ გადაჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 54 დადასტურებული შემთხვევაა. ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობას 51 ადამიანი გადის, რადგან პირველი 3 პაციენტი კოვიდ-19-სგან უკვე გამოჯანმრთელდა და ისინი საავადმყოფოდან გაწერეს. ბოლო მონაცემებით, 2956 მოქალაქე კარანტინში იმყოფება, ხოლო 291 მოქალაქე სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ 1-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე შენარჩუნდება.