შაბათს ღამით კორონავირუსით საფრანგეთში ექიმი გარდაიცვალა. განაცხადა ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა.
"რამდენადც ვიცი, ეს კორონავირუსით ექიმის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა", - დასძინა მინისტრმა.
გარდაცვლილის შესახებ დამატებითი დეტალები ჯანდაცვის მინისტრს არ გაუმჟღავნებია.
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 12,475 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 450 ადამიანი.