ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით იხურება პაბები, კლუბები, კინოთეატრები, კაზინოები, ღამის კლუბები და სამლოცველო ადგილები. გადაწყვეტილების შესახებ ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გადაწყვეტილება ძალაში ორშათიდან შევა.
გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმარკეტები ღია იქნება. ასევე რესტორნები და კვების ობიექტები შეინარჩნუნებენ შეკვეთის სახლში მიტანის სერვისებს.
სკოლები ავსტრალიის ტერიტორიაზე ჯერჯერობით არ დახურულა, თუმცა ზოგიერთმა შტატმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა ამის საჭიროება დადგეს დღის წესრიგში.
ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ავსტრალიაში და მიაღწია 1,315-ს.