თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების გამო 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ქუჩებში გასვლა აუკრძალა. იუწყება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, ასაკოვან ადამიანებს ეკრძალებათ ქუჩებში გასვლა, პარკებში, სკვრებსა და მსგავს ღია ადგილებში სეირნობა. აკრძალვა ასევე გავრცელდება პირებზე, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 947-ს მიაღწია. გარდაიცვალა 21 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 307 297 ადამიანი, გარდაცვლილია 13 049, გამოჯანმრთელებულია 92 382 პაციენტი.