"გეგმა შემდეგია, რომ 24 მარტიდან ჩვენ გვექნება ტესტების ეტაპობრივი მიღება იმ ქვეყნებიდან, ვისაც ამ კუთხით საუკეთესო გამოცდილება აქვს", - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა "ფორმულას" პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაიწყება მოქალაქეების მასობრივი და ეტაპორბივი ტესტირება.
"ვინაიდან ბაზარზე არის ტესტების უამრავი მომწოდებელი და ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება იმ ქვეყნების, ვინც მუშაობს მოკლე პერიოდში საუკეთესო გამოცდილება დააგროვა. ამის ანალიტიკისთვის გვჭრდებოდა გარკვეული დრო.
გეგმა შემდეგია, რომ 24 მარტიდან ჩვენ გვექნება ტესტების ეტაპობრივი მიღება იმ ქვეყნებიდან, ვისაც ამ კუთხით საუკეთესო გამოცდილება აქვს. ესენია კორეა და ჩინეთი. ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლები, რომ ეს ტესტები არის ზუსტი და არ გვექნება გარკვეული გადაცდომები.
ტესტები განსხვავდება იმის მიხედვით თუ რა ეტაპზე განხორციელდეს და განისიზღვრება იმით, რომ ზოგიერთი თავიდანვე ადგენს ვირუსს ორგანიზმში, ზოგიც უფრო მოგვიანებით. რადგან ჩვენთან შემთხვევების რაოდენობა იქნება მზარდი და მათი დადგენაც მოხდება სხვადასხვა ეტაპზე, ამიტომ ორივე ტიპის ტესტების შემოღება გადაწყდა", - აღნიშნავს ტიკარაძე.