მკვეთრად გაიზარდა იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა. იუწყება BBC-ი.
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით კიდევ 793 ადამიანი გარდაიცვალა.
ეს არის ყველაზე მაღალი სიკვდილობის მაჩვენებელი, რაც დაფიქსირებულა ერთი დღის განმავლობაში.
ბოლო 24 საათში ვირუსით 6500 ადამიანი დაინფიცირდა.
სულ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 53 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 4 825 ადამიანი გარდაიცვალა.
იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა აბსოლუტურ უმრავლესობას, 99%-ზე მეტს სხვა თანხლები დაავადება ჰქონდა.