ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით 78 ადამიანი გარდაიცვალა. იტყობინება საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობამ 450-ს მიაღწია.
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 12 612 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 5226 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, აქედან 1297 ადამიანის მდგომარეობა კი მძიმეა.