ღორის გრიპი უკვე საქართველოს რეგიონებში გავრცელდა. პირველი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა. 31 წლის ქუთაისელი ქალი სავარაუდოდ იტალიაში დაინფიცირდა და ვირუსი საქართველოში შემოიტანა.
სიმპტომების გამოვლენისთანავე მან დაავადებათა ეროვნული ცენტრის ქუთაისის ბიუროს მიმართა. ამჯამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სპეციალურ კონტროლზეა აყვანილი დაავადებულის დედა, რომელთანაც მას უშუალო კონტაქტი ჰქონდა. დაავადებული ქალი ამჯამად თბილისშია და მკურნალობის კურსს განარგძობს.