მკვეთრად გაიზარდა იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა. იუწყება BBC-ი.
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით კიდევ 627 ადამიანი გარდაიცვალა.
ეს არის ყველაზე მაღალი სიკვდილობის მაჩვენებელი, რაც დაფიქსირებულა ერთი დღის განმავლობაში.
სულ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 45 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 4 032 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 5 000-ზე მეტი პაციენტი.
იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა აბსოლუტურ უმრავლესობას, 99%-ზე მეტს სხვა თანხლები დაავადება ჰქონდა.