ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
თუმცა, როგორც ეზუგბაია აცხადებს, ასაკის და თანარსებული დაავადებების გამო მოსალოდნელია დაავადების ნებისმიერ ეტაპზე გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი.
"პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპზე, დინამიკაში გაუარესება არაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პაციენტებთან ასაკის გამო და თან არსებული დაავადებების გამო მათთან მოსალოდნელი არის დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება, - ამბობს ეზუგბაია.
ეზუგბაიას თქმით, 44 პაციენტიდან ოთხი არის პრობლემური, მათგან ორი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
"44 პაციენტში პრობლემური რჩება 4 პაციენტი. ინფექციური საავადმყოფოს ორი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონი და ერთი პაციენტი და ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაში არის ორი პრობლემური პაციენტი", - დასძენს მარინა ეზუგბაია.
20 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 44 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, ერთი გამოჯანმრთელებულია.