ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ჯერსის შტატში კორონავირუსისგან ოჯახის 4 წევრი გარდაიცვალა. იუწყება BBC-ი ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 73 წლის ქალი და მისი 3 შვილი, ოჯახის რამდენიმე წევრი კი კორონავირუსული ინფექციით ჰოსპიტალში იმყოფება.
ოჯახის კიდევ 19 წევრი იმყოფება თვითიზოლაციაში. მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ და შედეგებს ელოდებიან.
ჯოჰ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 14 250 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 205 ადამიანი, 121 კი გამოჯანმრთელდა.