კორონავირუსული შემთხვევების რაოდენობა გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 2.958-ით გაიზარდა და სულ 17 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას გერმანიის ჯანდაცვის ფედერალური სააგენტო, რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთაგან 45 გარდაიცვალა. 115 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინსტიტუტის ხელძღვანელის განცხადებით, მომდევნო კვირებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას მოელიან.