სამხრეთ კორეა საქართველოს კორონავირუსის 200 000 სწრაფ ტესტს გადასცემს, - ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკება სამხრეთ კორეის რესპუბლიკასთან სწრაფი ტესტების გადმოცემასთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში დასრულდება ეს პროცესი.
"შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მომსახურება ამ მიმართულებით", - თქვა ტიკარაძემ.
მანამდე ჩინეთმა კორონავირუსის 1000 სწრაფი ტესტი საჩუქრად გადასცა საქართველოს.