კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საუდის არაბეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში ორი კვირით შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, ავტობუსების, ტაქსებისა და მატარებლების ჩათვლით.
შეზღუდვა შეეხო ავიარეისებსაც, ორი კვირით შეჩერდა ქვეყნის შიგნით ავიაფრენები.
გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან 21 მარტიდან შევა.
მანამდე საუდის არაბეთმა ორი კვირით შეაჩერა ყველა საერთაშორისო ავიარეისი. გადაწყვეტილება ძალაში 15 მარტს შევიდა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის უახლესი მონაცემების მიხედვით, საუდის არაბეთში კორონავირუსით ინფიცირების 274 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.