შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ივნისში კემპ დევიდის რეზიდენციაში დაგეგმილი დიდი შვიდეულის სამიტი ვიდეოკონფერენციის სახით ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი ადასტურებს.
მისი თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებს აცნობებს.
სამიტი შეერთებულ შტატებში, კეპმ დევიდის რეზიდენციაში 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო.
დიდი შვიდეულის ჯგუფი მსოფლიოს 7 ეკონომიკურად წამყვან ქვეყნებს აერთიანებს - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.