წინასწარი მონაცემებით 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 50 002.2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 12.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6.6 პროცენტით განისაზღვრა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.5 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (8.6 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.4 პროცენტი).
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (6.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (7.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (15.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით
უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.9 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (9.6 პროცენტი), განათლება (8.8 პროცენტი).