ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის შიდა გავრცელების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შემდეგ ეს არის მეორე დღე, როდესაც კორონავირუსის შიდა გადადება არ დაფიქსირებულა. გუშინდელი მონაცემებითაც შიდა გავრცელება არ დაუფიქსირებიათ.
აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იმპორტირებული ინფიცირების შემთხვევები. ბოლო ერთ დღეში ჩინეთში უცხოეთიდან შესულ 39 პირს დაუდგინდა კორონავირუსი.
მკვეთრად იკლო კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ჩინეთში. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.
სულ ჩინეთში ვირუსული ინფექცით 3 248 ადამიანი გარდაიცვალა.
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობის მკვეთრი კლება განაპირობა მკაცრმა საკარანტინო პირობებმა.