საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1 925 ადამიანი იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამავე ვებგვერდის მონაცემებით, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშუ იმყოფება 271 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 43 შეთხვევა დაფიქსირდა, მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება დატოვა.