საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. არსებულ მონაცემებს დღეს ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაემატა.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერილია.
კარანტინის რეჟიმში 1 925 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 271.