ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ქიანუშ ჯაჰანპურის განცხადებით, ირანში ყოველ 10 წუთში კორონავირუსისგან ერთი ირანელი იღუპება, ყოველ საათში კი 50 ირანელი ინფიცირდება.
უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსისგან 149 ადამიანი დაიღუპა. ეს არის ერთ დღეში ვირუსისგან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელდა ქვეყანაში.
ირანში კორონავირუსით 17 361 ადამიანია ინფიცირებული, 5 389 კი გამოჯანმრთელდა, 1 284 ადამიანი კი გარდაიცვალა.