საქართველოს სამეფო სახლის ფეისბუქგვერდის ინფორმაციით, გარდაიცვალა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა, პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი.
"ჯი-ეიჩ-ენი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება , რომ გუშინ, 2020 წლის 17 მარტს გარდაიცვალა პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, უფლისწული დავით ბაგრატიონ - მუხრანბატონის დედა.
პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მადრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ - მუხრანბატონიშვილზე. სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი: მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი", - ნათქვამია განცხადებაში.