? სს „საქორგგაზისა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ სემეკი გრძელვადიან ტარიფებს დაადგენს. ტარიფების ზრდა არ იგეგმება.
? კომისიის 19 მარტის საჯარო სხდომაზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით.
? საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების მიერ კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 22 აპრილი, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის, კომისიის გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად - 2020 წლის 30 ივნისი.
? ახალი კანონმდებლობის საფუძველზე 2019 წლის 30 დეკემბერს შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგზისთვის“ დადგინდა დროებითი სამომხმარებლო ტარიფები 6 თვიან პერიოდზე. ამჯერად, კომისიაში დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ითვალისწინებს კომპანიებისათვის გრძელვადიანი ტარიფების დადგენას.