შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და არასახელმწიფო სკოლების 2008-2009 სასწავლო წლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცა. გუბერნატორმა ზოგადი განათლების კურსის წარჩინებით დამთავრებისათვის 22 ოქროს და 97 ვერცხლის მედალი პირადად გადასცა გორელ ახალგაზრდებს და წარმატებები უსურვა. ღონისძიების დასასრულს კი მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
დღესვე გუბერნატორმა ორ გორელ მასწავლებელს დაწყებითი საფეხურის წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო გადასცა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის სახელით.
დღესვე საპრეზიდნტო პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში გორისა და გორის რაიონის სკოლების მე-9 კლასის 108 მოსწავლემ პერსონალური კომპიუტერი მიიღო საჩუქრად