ველოდებით დაინფიცირებულთა ზრდას და ვამკაცრებთ მზაობას, რომ არ გვქონდეს შეფერხებები ვირუსის მართვის პროცესში, - შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ გვაქვს პანიკის საფუძველი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიყოთ ფრთხილად, არ ვიყოთ მობილიზებული.
"ორი თასამდე ჩვენი მოქალაქე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში, არის საკარანტინე ზონებსა და თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ამ მოქალქეებში ველოდებით რიცხვის ზრდას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ ვაცხადებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ მზაობას, რათა შემდგომში დამდგარი ფაქტის შემთხვევაში არ გვქონდეს გარკვეული გადაცდომები და შეფერხებები ვირუსის მართვის პროცესში", - განაცხადა მინისტრმა.