ინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა, ხოლო ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციაში არიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ერთ-ერთი ბოლო პაციენტი, რომელსაც კორონავირუსზე მკურნალობენ, წლისთავზე დაინფიცირდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ყველა პირი, ვინც იმავე დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა, იდენტიფიცირებულია.
"ყველა პირი, იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.