საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აქედან 31 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წევს.
ეზუგბაიას განმარტებით, 31 პაციენტიდან სამის მდგომარეობა პრობლემურია. მათ შორის, ეზუგბაიას განცხადებით, ერთი პაციენტი 80 წელს გადაცილებულია და თანმხლები დაავადება აქვს.