საქართველოში COVID-19-ის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი.